Koopman გლობალური ბრენდია, რომელიც 1937 წელს ამსტერდამში დაარსდა. კომპანია აწარმოებს საყოფაცხოვრებო თუ სამზარეულო ნივთებს, სახლისა და ბაღის დეკორაციებს. VELI.store-ზე Koopman-ის კატეგორიაში აღმოაჩინე ტექსტილის დიდი არჩევანი, განათება და მცირე ავეჯი. აქვე აღმოაჩინე გარე აქტივობებისთვის საჭირო ნივთები. შეარჩიე სასურველი და მიიღე შენაძენი 3 საათში უფასო მიწოდებით თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე Koopman-ის მცირე ავეჯი ველიზე
ველიზე აღმოაჩენ Koopman-ის ხის მაგიდას, რომელსაც თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინი აქვს. ნივთი ზომით 38 x 31 x 32 სმ-ია და ხის მასალისგან არის შექმნილი. მაგიდა არ იკავებს დიდ სივრცეს და შეგიძლია საწოლის გვერდით დადგა ან ყავის მოსათავსებლად გამოიყენო.
მულტიფუნქციური დატვირთვით შეგიძლია გამოიყენო Koopman-ის დასაკეცი პირსახოცის საკიდი. პროდუქტი სრულად ბამბუკის მასალისგან არის შექმნილი. 4 დანაყოფი საშუალებას იძლევა ნებისმიერი რაოდენობის აქსესუარი მარტივად მოთავსდეს. საკიდის განთავსება, როგორც აბაზანაში, ასევე საძინებელშიც მოსახერხებელია. აღმოაჩინე ნივთები მცირე ავეჯიდან და გადაიხადე თანხა შენზე მორგებული საბანკო პირობებით.
აღმოაჩინე ნივთები ეზოსა და ვერანდის მოწყობისთვის
ველიზე შერჩეული ნივთებით ეზო & ვერანდის მოწყობა მარტივად შეგიძლია. აქ დაგხვდება Koopman-ის ეზოს დასაკეცი სკამი, რომელიც მეტალისგან არის დამზადებული. სკამი კომპაქტურია, შესაბამისად, დაკეცვის ფუნქცია, საშუალებას იძლევა სივრცე მარტივად დაიზოგოს. ცხელ ამინდებს მომზადებული შეგიძლია შეხვდე და გარე აქტივობებისთვის თუ ბაღის მოწყობისთვის საჭირო ნივთები ველის გაზაფხულის სეზონის კოლექციაში აღმოაჩინო.
ბარბექიუ წვეულებების მოწყობისთვის იდეალური ვარიანტია მრგვალი გრილი. პროდუქტი გამოიყენება როგორც ნახშირთან, ასევე შეშასთან. გრილის თასი მაღალი ტემპერატურის ამტანი გარსით არის დაფარული. ნივთი მაგნიუმის ოქსიდით არის დამზადებული და უსაფრთხოების ხელსაწყოები მოყვება. თუ ზაფხულში ლაშქრობასაც გადაწყვეტ ველიზე შეგიძლია საპიკნიკე ხალიჩა შეიძინო. ნივთი სტანდარტული ზომისაა (90x180 სმ) და მოსახერხებელია ასევე სანაპიროზე დასვენებისთვის.
სკამზე თუ დივანზე კომფორტული მოთავსებისთვის კარგი ვარიანტია Koopman-ის საბავშვო დეკორატიული ბალიში, რომელიც გამოიყენება როგორც ბავშვის ოთახის ინტერიერის, ასევე ეზოს მოწყობისთვის.
დაათვალიერე სამზარეულოს აქსესუარები VELI.store-ზე
ველიზე სამზარეულოს აქსესუარების ფართო არჩევანს შეხვდები. მათ შორის არის, ტაფები, ქვაბები და სხვადასხვა სახის ჭურჭელი. მაგალითად, Koopman-ის კონტეინერი პროდუქტების, ხილისა თუ ბოსტნეულის შენახვისთვის მოსახერხებელი ვარიანტია. ნივთს 4 დანაყოფი აქვს, რაც სხვადასხვა ტიპის ინგრედიენტების შენახვას ამარტივებს.
კერძების მოსამზადებლად იდეალური დამხმარე იქნება დანების ნაკრები. კომპლექტში ერთიანდება 6 ტიპის დანა, მათ შორის შეფის, პურის, ბოსტნეულისა და უნივერსალური დანები. ნივთები უჟანგავი ფოლადისა და პლასტმასის მასალისგან არის დამზადებული. სამზარეულო & სერვირება ის ქვეკატეგორიაა, სადაც უამრავი პროდუქტის აღმოჩენას შეძლებ. აქ დაგხვდება სამზარეულოს სასწორი, მაგიდის პერსონალური დასაფენი, სერვირების დაფა თუ პიცის საჭრელი ნაკრები.
იშოპინგე ველიზე ონლაინ, დაათვალიერე Koopman-ის ბრენდის პროდუქტები, შეარჩიე ორგანაიზერი სახლისთვის, დაათვალიერე დეკორი თუ განათება და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.