Mica Decorations ჰოლანდიური ბრენდია, რომელიც ძირითადად სახლისა და ბაღისთვის საჭირო ნივთებს აწარმოებს. ველიზე ბრენდის მიერ შექმნილი პროდუქტების დიდი ასორტიმენტი დაგხვდება. მათ შორის არის დეკორატიული აქსესუარები, ეზოს მოვლის ნივთები თუ მცირე ავეჯი. გადახედე კატეგორიას სახლი & ეზო, შეარჩიე შენთვის სასურველი პროდუქტები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე Mica Decorations-ის მცირე ავეჯი
Mica Decorations-ის ბრენდის მცირე ავეჯი პრაქტიკულობით გამოირჩევა. ველიზე შეგხვდება კომპანიის მიერ შექმნილი თარო, რომელიც მეტალის კონსტრუქციისგან არის დამზადებული. ვერტიკალური დიზაინი საშუალებას იძლევა ნივთი მცირე სივრცეშიც მარტივად განთავსდეს. პროდუქტის მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე შესაძლებელია მისი წიგნების თაროს, მცენარეების სადგამად ან დეკორატიული ნივთების მოსათავსებლად გამოყენება.
საძინებელში, მისაღებსა თუ სამუშაო ოთახში მოსახერხებლად შეგიძლია მოათავსო Mica Decorations, ტუმბო. შავი ფერისა და მინიმალისტური დიზაინის წყალობით ნივთი სხვადასხვა ტიპის ინტერიერს მარტივად ერგება. ტუმბო აღჭურვილია ერთი კარით, რომელსაც რელიეფური მინის საფარი აქვს. რეგულირებადი ფეხები კი სიმაღლის რეგულირებას უზრუნველყოფს.
აღმოაჩინე ეზოს მოვლის აქსესუარები
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ეზოსა თუ ბაღის მოვლაც თანდათან იწყება. საზაფხულო ნივთები კი რა თქმა უნდა, ველიზე შეგიძლია შეარჩიო. აქვე დაგხვდება მცენარეების მოვლის აქსესუარები.
იმისთვის, რომ შენი ეზო თუ ვერანდა კარგად გამოიყურებოდეს რამდენიმე დეტალია აუცილებელი. პირველ რიგში, Mica Decorations, მაგიდა და სკამები შეარჩიე. ეს ნივთები მეტალის მყარი კონსტრუქციისგან არის დამზადებული, რაც ნებისმიერი ამინდის მიმართ მდგრადია. ზომა (60x60x70) იდეალურია მცირე სივრცეებისთვის.
ადგილის დაზოგვაში დაგეხმარება Mica Decorations, დასაკიდი ქოთანი, რომელიც პატარა ზომისაა (34x14x34) და ნივთის ჭერზე დაკიდებაც არის შესაძლებელი. შავი ფერი ხაზს უსვამს მცენარის მწვანე ფერს და ანიჭებს ინტერიერს თანამედროვე ელფერს.
ინტერიერის დეკორის ფართო არჩევანი
სახლის ინტერიერს მყუდრო ატმოსფეროს შემატებს Mica Decorations მაგიდის სანათი. ნივთის მოთავსება მოსახერხებელია მისაღებსა თუ სამუშაო სივრცეში. მოწყობილობა ბატარეაზე მუშაობს, რაც მის ნებისმიერ ოთახში გადაადგილებას ამარტივებს. ველიზე ასევე შეგხვდება ნივთები სერვირებისთვის, რომლებიც სადღესასწაულო სუფრის გაფორმებაში დაგეხმარება.
შეარჩიე სახლის დეკორაციები თუ ინტერიერის აქსესუარები ველიზე, აღმოაჩინე ტექსტილი, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.