ზაფხულში თუ გაზაფხულზე ვერანდაზე დასვენება, წიგნის კითხვა თუ მეგობრებთან ერთად დროის გატარება, განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. იმისთვის, რომ ეს გარე სივრცე სათანადოდ იყოს მოწყობილი რამდენიმე მნიშვნელოვანი აქსესუარი გჭირდება. მათ შორის არის ავეჯი, გრილი & ბარბექიუ თუ ჰამაკი & საქანელა. გადახედე VELI.store-ზე კატეგორიას სახლი & ეზო, აქ შეძლებ შეარჩიო ზუსტად ის ნივთები, რომლებიც ვერანდის მოწყობისთვისა განკუთვნილი.
ავეჯი ვერანდის მოწყობისთვის
ვერანდის მოწყობისთვის პირველ რიგში დაგჭირდება Koopman-ის მაგიდა და სკამები. ამ ნივთებს ადვილად დასაკეცი დიზაინი აქვთ, რაც მათ ნებისმიერ სივრცეში გადაადგილებას გაგიმარტივებს. ზომიდან გამომდინარე კომპლექტი პატარა ვერანდისთვის არის განკუთვნილი. ნაკრებში გაერთიანებული 1 მაგიდა და 3 სკამი. რაც შეეხება ვიზუალს, ნივთები სრულად ფოლადის მასალისგან არის დამზადებული და ყვითელი ფერისაა.
თუ ოჯახში მცირეწლოვანი გყავს, მისთვისაც შეგიძლია ველიზე კომფორტული აქსესუარი შეარჩიო. ვერანდაზე მარტივად განთავსდება Kaemingk-ის საბავშვო დასაკეცი სავარძელი. ნივთს ჭიამაიას ფორმა აქვს, ხოლო ზედაპირი პოლიესტერის მასალისგან არის შექმნილი. სავარძლის ჩარჩო რკინისაა და დაკეცვისთვის მოსახერხებელი სტრუქტურა აქვს.
მეტი კომფორტისთვის ველიზე ასევე დაგხვდება ერთადგილიანი ჰამაკი-სკამი, რომელიც ნებისმიერ ადგილას მარტივად ჩამოეკიდება. ნივთი ტილოს მასალისგან არის შექმნილი და ზომით 127 X 103 სმ-ია.
სათავსოები და ორგანაიზერები ვერანდისთვის
ვერანდაზე არსებული ნივთები კომპაქტური და მოსახერხებელი დალაგებისთვის გამოგადგება Decoris სამთაროიანი ორგანაიზერი. ნივთი გადამუშავებული ხისგან არის დამზადებული და აქვს რკინის ჩარჩო. სამსართულიანი სტრუქტურა უზრუნველყოფს, რომ სხვადასხვა ზომისა და ფრომის ნებისმიერ ნივთი მოათავსო ორგანაიზერში.
ვერანდაზე ხშირად ხვდება მტვრის, ჭუჭყისა თუ სხვა დამაბინძურებლები. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად შეგიძლია გამიყენო გარე ავეჯის დამცავი გადასაფარებელი. ნივთი სრულად წყალგაუმტარია და შექმნილია 210D პოლიესტერის მასალისგან PU შიდა საფარით.
დეკორატიული აქსესუარები
გარდა ავეჯისა ვერანდის მოწყობისთვის განათებასაც აქვს დიდი მნიშვნელობა. ველიზე შეგიძლია აღმოაჩინო Luca Lightning-ის სანათი მზის ენერგიაზე. ნივთს აქვს USB-C კაბელი მარტივი დამუხტვისთვის და IP44 წყალგაუმტარობის ხარისხი. განათება მზის ენერგიაზე მუშაობს, რაც მას ეკოლოგიურად სუფთასა და ენერგოეფექტურს ხდის. სანათის შავი ფერისაა, რაც კლასიკურ ვიზუალს სძენს ნივთს.
ვერანდაზე მზის პირდაპირი სხივებისგან დაგიცავს Koopman-ის მზის ქოლგა. ეს ნივთი მოსახერხებელი სისტემის დახმარებით მარტივად მაგრდება ნებისმიერ გარე სივრცეში. ზომიდან გამომდინარე (149 სმ) ქოლგა განკუთვნილია ძირითადად მცირე ზომის ვერანდებისთვის.
შეარჩიე ყველაფერი ვერანდის მოწყობისთვის ველიზე, მათ შორის მცენარის მოვლის თუ ტექსტილის აქსესუარები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.